
დიოდოხოსის ცხოვრების სხვა დეტალები უცნობია. მისი ნაშრომები ”წმ. დიოდოხოსის ნაწერებად” იხსენიება. ისინი იგალობება ღირსი თეოდორეს კანონში.
”მან ბევრ მართლმადიდებელ მოძღვართა მსგავსად ბრწყინვალე ძეგლი დაგვიტოვა”, აცხადებს ვიქტორ უტიელი. წმ. სოფრონ იერუსალიმელი დიოდოხოს ფოტიკელის სიტყვებს იმოწმებს ”მონოთელიტთა წინააღმდეგ” შექმნილ ნაშრომში. დიოდოხოს ფოტიკელს არაერთგზის მიმართავს წმ. მაქსიმე აღმსარებელიც.
დიოდოხოს ფოტიკელის ავტორობით ცნობილია შემდეგი ნაშრომები:
1. ორი სიტყვა - ა) უფლის ამაღლების შესახებ ღვთის სიტყვის განხორციელების მართლმადიდებლურ სწავლებასთან ერთად; ბ) არიანელთა წინააღმდეგ, რომლებიც გოთებთან ერთად დიდხანს ცხოვრობდნენ იმპერიაში.
2. ”ასი მოღვაწებითი თავი სულიერი ცხოვრების შესახებ” 10 წინმსწრები განსაზღვრებით.
პატრიარქი ფოტი ასე იხსენიებს მის თხზულებას: ”ეს წიგნი სასარგებლოა მათთვის, რომლებიც სრულყოფილებას ესწრაფვიან, და მათთვისაც, რომლებიც დაწინაურდნენ სრულყოფილების საქმეში. მასში არაფერია ბუნდოვანი. მისი გაკიცხვა მცირეოდენ საკითხშიც კი შეუძლებელია. აქ არის გამოცდილებით მიღებული ცონდა, რომელიც ადვილად შეისწავლება სიტყვებით”.
ამ ნაშრომის სიწმინდეზე მოწმობენ ანდრონიკე პალეოლოგის დროს გამართული კრება, გრიგოლ სინელი, გრიგოლ და სიმონ სილუნელები.
წმ. დიოდოხოსის თხზულებებში განმარტებულია: 1) გაგება მოღვაწეობის შესახებ; 2) სწავლება მადლის მოქმედების შესახებ; 3) სწავლება სატანის მოქმედების შესახებ; 4) ღვთისადმი სიყვარული და მისი მიმართება შიშისადმი; 5) სათნო გონების მოქმედებები; 6) გულის მოქმედებები: ნუგეშის მდგომარეობა; ლოცვა და სინანული; რისხვა; 7) ნების მოქმედებები - უანგარობა, მოშურნეობა, მორჩილება; 8) მარხვა - გარეგანი გრძნობებისგან დაცვა, ენის მოთოკვა.
სიყვარულის შიშთან მიმართების შესახებ წმ. დიოდოხოს ფოტიკელი ამბობს: ”არავის შეუძლია ღვთის მთელი გულით შეყვარება, თუკი მის მიმართ გულის გრძნობაში შიში არ აქვს. შიშის მოქმედებით განწმენდილი და ერთგვარად შემსუბუქებული გული სიყვარულის საქმეების მიღების უნარს იძენს ... ძლიერ გრძნობაში გადასული შიში გულს ყოველგვარი მიწიერი სიზრქისგან წმენდს და ამგვარად, ღვთის მადლისადმი, მოწყალებისადმი დიად სიყვარულს წარმოშობს მასში. რატომაა რომ განწმენდის პროცესში მყოფთათვის სიყვარულით თანმხლები შიშია დამახასიათებელი, ხოლო განწმენდილთათვის - სრულყოფილი სიყვარული, რომელშიც აღარაა შიში. იმიტომ, რომ სრულყოფილი სიყვარული, როგორც მოციქული ამბობს, შიშს აძევებს (1 იო. 4;18). თუმცა, ერთიცა და მეორეც მართლებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც სულიწმინდის მოქმედებით სათნოებას აღასრულებენ”.
No comments:
Post a Comment