1. შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი გულით, მთელი სულით, მთელი არსებით.
2. გიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი.
3. არ მოკლა.
4. არ იმრუშო.
5. არ მოიპარო.
6. არ შეგშურდეს.
7. არ მისცე ცრუ ჩვენება.
8. პატივი მიაგე ყველა ადამიანს.
9. არ გაუკეთო სხვებს ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ.
10. უარყავი საკუთარი თავი.
11. დათრგუნე სხეული.
12. არ მიეჯაჭვო იმას, რაც საამურია გრძნობისთვის.
13. შეიყვარე მარხვა.
14. შეეწიე ღატაკთ.
15. შემოსე შიშვლები.
16. მოინახულე სნეულები.
17. დაკრძალე მიცვალებულები.
18. შეეწიე განსაცდელში მყოფთ.
19. გაამხნევე მწუხარენი.
20. განერიდე მიწიერ ზნეთ.
21. არაფერზე გაცვალო ქრისტეს სიყვარული.
22. ეკრძალე მრისხანებას.
23. არ იფიქრო შურისძიებაზე.
24. მზაკვრობას ნუ ჩაიდებ გულში.
25. არ ჩამოაგდო ყალბი მშვიდობა.
26. არ შეამცირო გულმოწყალება.
27. არ დაიფიცო, რათა ფიცის გამტეხი არ გახდე.
28. მართალი იყავი გულით, ასევე, ბაგეებით.
29. ბოროტებას ბოროტებით ნუ შეებრძოლები.
30. ნუ ჩაიდენ უსამართლობას, არამედ დაითმინე, რასაც მოგაგებენ.
31. შეიყვარე შენი მტრები.
32. წყევლაზე წყევლით ნუ უპასუხებ, არამედ ლოცვა შეაგებე.
33. დაითმინე დევნა სიმართლისათვის.
34. არ გაამპარტავნდე.
35. არ მიეძალო ღვინოს.
36. არ დახარბდე საჭმელს.
37. არ მიეძალო ძილს.
38. არ გაზარმაცდე.
39. არ იყბედო.
40. ერიდე ცილისწამებას.
41. ღმერთს მიენდე.
42. თუ რაიმე კეთილს აღმოაჩენ საკუთარ თავში, ღმერთს მიაწერე.
43. ბოროტებაში მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულე.
44. გახსოვდეს მსჯავრის დღე.
45. გეშინოდეს ჯოჯოხეთის.
46. მთელი გული ესწრაფე მარადიულ სიცოცხლეს.
47. მუდამ გახსოვდეს გარდაცვალების დღე.
48. ყოველთვის დაუკვირდი საკუთარ საქციელს.
49. გწამდეს, რომ უფალი ყველგან გხედავს.
50. აღძვრისთანავე დაუყოვნებლივ განაგდე ყველა უკეთური აზრი ქრისტეზე.
51. გაუმხილე ეს უკეთური აზრები სულიერ საკითხებში გამოცდილ მოძღვარს.
52. დაიცავი ბაგეები ყოველგვარი უკეთური სიტყვისგან.
53. არ შეიყვარო მრავალსიტყვაობა.
54. მოერიდე უქმად მეტყველებას.
55. ნუ გაიცინებ მეტად ხშირად და ხანგრძლივად.
56. ხარბად დაეწაფე საეკლესიო წიგნების კითხვას.
57. ხშირად ილოცე.
58. ყოველ დღე ლოცვაში ცრემლებით აღიარე უფლის წინაშე ჩადენილი ცოდვები და მომავალში ნუ გაიმეორებ მათ.
59. არ დაემორჩილო ხორციელ სურვილებს.
60. შეიზიზღე საკუთარი ნება. ყველაფერში დაემორჩილე იღუმენის დარიგებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ, ღმერთმა გვაშოროს, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება საქმეებით, და გახსოვდეს უფლის მცნება: ”რასაც გეტყვიან, გააკეთეთ, ხოლო მათ საქმეებს ნუ გაიმეორებთ”.
61. ნუ ეცდები შეიქმნა წმინდანის სახელი, სანამ წმინდანი არ გახდები.
62. ყოველ დღე აღასრულე ცხოვრებით უფლის მცნებები.
63. შეიყვარე სისუფთავე.
64. ერიდე ზიზღს.
65. არ იეჭვიანო და არ შეგშურდეს.
66. ერიდე ჩხუბს.
67. ერიდე პატივს.
68. პატივი მიაგე უფროსებს.
69. შეიყვარე უმცროსები.
70. ილოცე მტრებისთვის ქრისტეს სიყვარულით.
71. მზის ჩასვლამდე შეურიგდი მათ, რომელთაც დავის გამო ჩამოშორდი.
72. არასოდეს დაკარგო სასოება უფლის გულმოწყალებაზე.

No comments:
Post a Comment