გვწამს ერთი მამა ღმერთი, ყოვლისმპრობელი, ცისა და მიწის, ყოველივე ხილულის და უხილავის შემოქმედი.
ერთი უფალი იესო ქრისტე, ღვთის ძე, მხოლოდშობილი, მამა ღმერთისგან, კერძოდ, მისი არსებისგან შობილი; ღმერთი ღვთისგან, ნათელი ნათლისგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისგან, შობილი და არაქმნილი, ერთარსი მამისა, ვისგანაც ყველაფერი შეიქმნა ცასა და მიწაზე, ხილული და უხილავი; ვინც ჩვენთვის, ადამიანებისთვის და ჩვენი ხსნისთვის ზეციდან მოვიდა, განხორციელდა, მიიღო ადამიანური ბუნება, წმინდა ქალწულ მარიამისგან სრულყოფილებაში იშვა სული წმიდის მიერ. ვინც მიიღო მისგან სხეული, სული და გონი და ყოველივე, რაც ადამიანშია, ჭეშმარიტად და არა სიყალბით; ვინც ევნო, ჯვარსეცვა, დაეფლა, აღდგა მესამე დღეს, აღხდა ზეცად იმავე სხეულით და დაჯდა მამის მარჯვნივ; ვინც იმავე სხეულით მოვა მამის დიდებით, რათა განსაჯოს ცოცხლები და მკვდრები, ვის სუფევასაც არ აქვს დასასრული.
გვწამს სული წმინდა, არაქმნილი და სრულყოფილი, რომელიც გვეტყოდა რჯულის, წინასწარმეტყველთა და სახარების მიერ, რომელიც გარდამოხდა იორდანეზე, იქადაგა მოციქულების მიერ და წმინდათა შორის დაივანა.
გვწამს ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია; ერთი ნათლისღება, სინანული, ცოდვათა განგდება და მოტევება, მკვდართა აღდგომა, საუკუნო სამსაჯავრო სულთა და ხსეულთა, ცათა სასუფეველი და საუკუნო ცხოვრება.
No comments:
Post a Comment