პატროლოგიის ენად ძველი ბერძნული ითვლება. იპოლიტე რომაელი რომში მოღვაწეობდა, მაგრამ ბერძნულად წერდა. ასევე. მე-4, მე-5 ს.ს.-ში ლათინი ღვთისმეტყველები ბერძნულის ცოდნას სავალდებულოდ თვლიდნენ, მაშინ, როდესაც ბერძენმა ღვთისმეტყველებმა ლათინური არ იცოდნენ.
პირველი ლათინურენოვანი ძეგლია ”სკილიუმის მარტვილთა წამება” (დაახლ. 180 წ.). მეორე ლათინურენოვან ნაშრომად ითვლება კლიმენტი რომაელის ეპისტოლის ლათინური თარგმანი (მე-2 საუკუნის დასაწყისი).
ლათინურენოვანი საეკლესიო მწერლობა მუნიციუს ფელიქსით იწყება. იგი უაღრესად განვითრებული, ქრისტიანობასა და ანტიკურ ფილოსოფიაში ღრმად განსწავლული პიროვნება გახლდათ. მის ნაშრომთაგან ჩვენამდე მხოლოდ ერთმა ძეგლმა მოაღწია. ესაა ”ოქტავიუსი” (”სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”. მე-2 ტომი).
”ოქტვიუსი” გარკვეულწილად სიუჟეტური ძეგლია. მასში ორი მეგობრის მესამე მეგობართან შეხვედრაა აღწერილი. ეს მეგობრები არიან: ცეცილიუსი, ოქტავიუსი და თავად ფელიქსი.

No comments:
Post a Comment