ტერტულიანე ლათინურენოვანი საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის შემქმნელად ითვლება. ამავე დროს, ტერტულიანე ლათინურენოვან ეკლესიაში აპოლეგეტური მწერლობის დამფუძნებლადაც განიხილება.
ბიოგრაფია - კვინტუს სეპტიმუს ფლორენციუს ტერტულიანე ასისთავის ვაჟი იყო. მამამისი კართაგენის პროკონსულს ემსახურებოდა. ტერტულიანე გაქრისტიანებამდე წარმართი იყო. მამის შეძლებულობამ ნიჭიერ ტერტულიანეს გზა გაუხსნა ბრწყინვალე განათლების მისაღებად. სწავლის დამთავრების შემდეგ მან ადვოკატად დაიწყო სამსახური. თავისივე ცნობით, ტერტულიანე ბიწიერ ცხოვრებას მისდევდა. თუმცა, უდანაშაულოდ ტანჯულ ქრისტიანთა სიმტკიცემ, წარმართებზე აღმატებულმა მათმა საოცარმა ძალამ და სამართლიანი სამსჯავროს შესახებ იდეამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შედეგად, ტერტულიანემ უარი თქვა წარმართულ ცხოვრებაზე. მან თავისი ნება მკაცრ წესებს დაუმორჩილა. თავისი ნიჭისა და ცხოვრების გამო იგი პრესვიტერად აკურთხეს, სავარაუდოდ, კართაგენისა. როგორც ცნობილია, პრესვიტერად კურთხევის შემდეგაც იგი ცოლთან ერთად ცხოვრობდა.
ფიცხი ბუნების ტერტულიანემ ქრისტეს ჭეშმარიტებაც მგზნებარედ შეიყვარა. მან თავისი ცხოვრება, სიტყვა და ნაწერები ქრისტეს მოძღვრებას დაუმორჩილა.

ნეტარი იერონიმე ამბობს, რომ ტერტულიანე ”რომის ეკლესიის შურისა და უხეში შეურაცხყოფის გამო მონტანის სწავლებაში გადაეშვა”. იერონიმე კარგად იცნობდა რომს თავისი გამოცდილებითაც. რომის სასულიერო წოდების ბიწიერ ცხოვრებასა და აშკარა უსამართლობებს, შესაძლოა, ძლიერად ემოქმედა მგზნებარე ტერტულიანეზე: მკაცრი სულიერი ცხოვრების არასწორმა გაგებამ, უეჭველია, ტერტულიანე მონტანის სასარგებლოდ განაწყო, რომელიც მკაცრ მარხვებსა და ხანგრძლივ მღვიძარებას აწესებდა.
ტერტულიანეს მონტანისტთა რიგებში გადასვლის თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა მონაცემები არსებობს. ერთი ცნობით, იგი დაახლოებით 200 წელს გახდა მონტანისტი, მეორე ცნობით, ეს 207 წელს მოხდა.
მონტანისტთაგან ტერტულიანე პირველად პროკლეს დაუახლოვდა რომში. ეს, იერონიმეს სიტყვებით, მაშინ მოხდა, ”როცა usque da mediam aetatem ცხოვრების ნახევრამდე პრესვიტერობაში გალია”. ამგვარად, ქრისტიანული ცხოვრების ნახევარი ტერტულიანემ ეკლესიასთან კავშირში განვლო.

მონტანიზმი არის ქარიზმატული მიმდინარეობა - მიმადლებულთა, სულიწმიდით აღვსილთა მიმდინარეობა. ქარიზმატულობა ყოველთვის უარყოფს იერარქიას. ამიტომ, ტერტულიანემაც უარყო საეკლესიო იერარქია. მიიჩნევდნენ, რომ მონტანი განხორციელებული სულიწმინდა იყო. მოგვიანებით, ტერტულიანე თვითონ ჩუდგა სათავეში მონტანისტთა მიმდინარეობას.
ტერტულიანეს აზრით, ქარიზმატულობა იქაა, სადაც ჭეშმარიტი ეკლესიაა და არა - იერარქია და მრევლი. მისი აზრით, ჭეშმარიტი ეკლესია სულიერი ეკლესიაა და იგი 2-3 კაცისგან შედგება. იგი მიიჩნევდა, რომ 2-3 კაცში ერთი სულიერი კაცის (Homospiritualis) არსებობაც საკმარისი იყო.
ნეტარი ავგუსტინეს ცნობით, ტერტულიანე შემდგომში ჩამოცილდა მონტანს და განსაკუთრებული საზოგადოება ჩამოაყალიბა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ტერტუალიანემ გააცნობიერა მონტანის სისულელეები. თუმცა, დაუბრუნდა თუ არა ეკლესიას, ამის შესახებ არაფერია ცნობილი. ლეგენდის მიხედვით, სიცოცხლის ბოლოს მან მონტანისტობა მოინანია. მაგრამ ეს ვერსია ეკლესიის მიერ არ არის შეწყნარებული.

განსხვავებული ცნობები გვაქვს ტერტულიანეს გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებითაც. ერთი ცნობით, იგი 211 წელს გარდაიცვალა, მეორე ცნობით კი - 220 წელს.
ტერტულიანეს სწავლება - ტერტულიანემ ყველაზე ადრე ჩამოაყალიბა სწავლება განკაცებული ღმერთის ორბუნებოვნობის შესახებ. მისი თქმით, იესო ქრისტე არის ერთი persona და ორი natura. მანვე ჩამოაყალიბა ყოვლადწმინდა სამების ლათინურენოვანი ტერმინოლოგიაც: ერთი substantia და სამი persona.
Persona - პირი
Natura - ბუნება
Substantia - არსი.
გასათვალისწინებელია ტერტულიანეს სწავლება საიდუმლოებების შესახებაც.
ტერტულიანეს ერთ-ერთი უმძიმესი გაუკუღმართება ღვთისმშობლის შობას ეხება. იგი ღვთისმშობელს მაცხოვრის შობამდე ქალწულად აღიარებდა, შობის შემდგომ კი - არა. დოკეტისტთა საწინააღმდეგოდ მაცხოვრის ადამიანური ბუნების დაცვისას იგი უკიდურესობაში გადავარდა და ერესში ჩაეფლო. მისი აზრით, მაცხოვრის, როგორც ადამიანის, შობამ ღვთისმშობლის ქალწულება დაარღვია. იგი ემყარებოდა ციტატას: ”არა იცოდა კაცი, ვიდრე.., მაგრამ ეს სიტყვები სულაც არ ნიშნავს, რომ მერე იცოდა, ისევე, როგორც სიტყვები ”თქვენთან ვარ აღსასრულამდე სოფლისა” არ ნიშნავს, რომ სოფლის აღსასრულის შემდეგ მაცხოვარი აღარ იქნება მოციქულებთან”.
ტერტულიანეს მეორე ცდომილება ნათლისღების საიდმლოებას უკავშირდება. ტერტულიანე ჩვილებისა და ბავშვების ნათლობას უარყოფდა სრული ასაკის შესრულებამდე. ტერტულიანემ არასწორად გაიგო სახარებისეული ციტატა - ”აცადეთ ყრმებს მოვიდნენ ჩემთან” და ეს ადამიანის შეგნებულ ასაკამდე მონათვლის აკრძალვად მიიღო. ნათლისღების შესახებ ტერტულიანეს ნაშრომს ეწოდება - Βαπτιζματον.
ტერტულიანეს მესამე გაუკუღმართება ”ტრადუქსიანიზმის” ერესს წარმოადგენს (ტრადუს -შტო). მისი თქმით, სული, სხეულის მსგავსად, გენეტიკურად გადაეცემა. იგი ამბობდა, რომ სულსაც თავისი სპერმა აქვს და ისიც სპერმატულად გადადის.

No comments:
Post a Comment