შინაარსის მიხედვით ტერტულიანეს თხზულებები შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ: 1) აპოლოგეტური - წარმართებისა და იუდეველების წინააღმდეგ; 2) დოგმატურ-პოლემიკური ერეტიკოსთა წინააღმდეგ; 3) ზნეობრივი ღვთისმეტყველების ცალკეული საკითხებისადმი მიძღვნილი თხზულებები.
ტერტულიანეს აპოლოგეტურ-პოლემიკურ თხზულებათა შორის საუკეთესოა ”აპოლოგეტი” და ”მოწმობა სულის შესახებ”.
დოგმატურ-პოლემიკურ თხზულებათაგან საუკეთესოდაა მიჩნეული ”სიძველის შესახებ ერეტიკოსების წინააღმდეგ”, თხზულებები ”ნათლობის შესახებ”, ”პრაქსეას წინააღმდეგ”, 5 წიგნი ”მარკიონის წინააღმდეგ”.
მესამე კატეგორიაში გამოირჩევა ”სინანულის შესახებ”, ლოცვის შესახებ”, 2 წიგნი ”მეუღლის მიმართ”, ”სანახაობათა შესახებ”.

”აპოლოგეტი”
ტერტულიანეს ”აპოლოგეტი” 199 წელს დაიწერა. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა მის ნაწარმოებთა შორის. აფრიკის პროკონსულისა და იმპერიის სხვა სამხარეო მმართველებისადმი გაკეთებულ მიმართვაში ტერტულიანე ამბობს: ”დაე, თქვენს ყურებს ესმოდეთ ჭეშმარიტება, უკიდურეს შემთვევაში, მდუმარე ასოთა ფარული გზით. ჭეშმარიტება თქვენს მფარველობას არ საჭიროებს. მან იცის, რომ ამ ქვეყანაზე მოგზაურია; იცის, რომ მისი წარმომავლობა, მისი ადგილი, იმედი, მფარველობა, ღირსება ზეცაშია ... მაგრამ რამდენ პატივისცემას კარგავს კანონი, როცა ჭეშმარიტებას არ ისმენს”.
ამის შემდეგ, ტერტულიანე მსაჯულთა არაადამიანურ უსამართლობას წარმოაჩენს, რომლებიც მორწმუნეებს მხოლოდ ”ქრისტიანის” სახელისთვის ასამართლებდნენ. იგი, ასევე, წარმართული აზროვნების ბრმა ამაოებას ამხელს. ”ერთი ამბობს. რა კეთილი ადამიანია გაიუსი, მაგრამ ქრისტიანია. მიკვირს, ამბობს მეორე, რომ ჭკვიანი ლუციუსი გაქრისტიანდა. იმას კი არ ფიქრობენ, იმიტომ ხომ არ არის გაიუსი კეთილი და ლუციუსი ჭკვიანი, რომ ისინი ქრისტიანები არიან, ან იმიტომ ხომ არ არიან ისინი ქრისტიანები, რომ ერთი კეთილია, მეორე კი -ჭკვიანი?” (1-3).
მომდევნო თავებში ტერტულიანე მაგალითებით ასაბუთებს, რომ სამართლიან კანონებს ქრისტიანები კი არა, წარმართები არღვევენ (4-6). იგი, ასევე, უარყოფს ქრისტიანების შესახებ გავრცელებულ ცილისწამებებს (7-9). იგი წარმოაჩენს, რომ წარმართთა ღმერთები საღვთო თაყვანისცემასა და ღვთის სახელსაც კი არ იმსახურებენ (10-16). იგი ღვთის შესახებ ჭეშმარიტ გაგებასა და ღვთის ორგვარ შემეცნებაზე საუბრობს: ”გსურთ, რომ მისი (ჭეშმარიტი ღმერთის) არსებობა იმ უამრავ და უდიდეს საქმეთაგან დაგიმტკიცოთ, რომლებიც ჩვენს გარშემოა, რომლებიც გვანცვიფრებენ და მოკრძალებას იწვევენ? რომ მის შესახებ თავად სულისმიერი მტკიცებულება წარმოგიდგინოთ, თუმცა, ის (სული) საპყრობილეშია დატყვევებული, მცდარი სწავლებებითაა შებორკილი, ვნებებითა და ავხორცობითაა შესუსტებული, მაგრამ როგორც კი გონს მოეგება, თითქოს ხიბლისგან, ძილისა და ავადმყოფობისგან თავდაღწეული თავის უფალს მოუწოდებს”...
შემდეგ განმარტავს, თუ როგორ მოიღო ღმერთმა მოწყალება და როგორ გაახმიანა თავისი ნება გამოცხადებაში, რითაც ძველი გამოცხადების ახალთან შესაბამისობა წარმოაჩინა (17-21). იგი სამჰიპოსტასური სარწმუნოების აღსარებას წარმოადგენს და ქრისტესადმი რწმენას უცილობელს ყოფს ისტორიითა და სასწაულებით. ”აი, მსაჯულის წინაშე წარმოადგენენ ადამიანს, რომელიც, იციან, რომ ეშმაკეულია. ქრისტიანი სულს უბრძანებს, რომ თავი გაამხილოს, და ისიც სიმართლეს ამბობს და ადასტურებს, რომ ეშმაკია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შემთხვევაში ცრუობდა და თავს ღმერთს უწოდებდა ... რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ შემთხვევიდან? ... ჭეშმარიტება ნათელია: ღმერთი ქრისტიანების მხარესაა. აქ ეჭვი უადგილოა ... თუ ღმერთები არიან, რატომღა ცრუობენ და თავს ეშმაკებად მოიხსენიებენ? იქნებ მორჩილების გამო იქცევიან ასე? მაშინ ცხადი ხდება, რომ თქვენი ღვთაება ქრისტიანს ემორჩილება. შესაბამისად, იგი აღარც ღვთაება ყოფილა (22-25)”.
ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ გაგებიდან (ცნებიდან) ტერტულიანე ასკვნის, რომ ქრისტიანები საიმპერატორო ძალაუფლებას არ შეურაცხყოფენ და ამას მაგალითებით ამტკიცებს: ”მას კი (ჭეშმარიტ ღმერთს) თვალების ზეცად აღპყრობით, გაშლილი ხელებითა და შიშველი თავით, იძულების გარეშე, გულითადად შევთხოვთ იმპერატორის დღეგრძელობას, იმპერიის კეთილდღეობას, მათი სახლების უსაფრთხოებას, მეომართა სიმამაცეს, სენატის ერთგულებას, ხალხის ზნეკეთილობას ... რა ბრძოლები არ გადავიტანეთ? როგორ სიმტკიცეს ვიჩენთ, როცა ყოველდღიურად ასეთი სიხარულით აღვესრულებით! განა ჩვენი მოძღვრება არ გვასწავლის, რომ უმჯობესია მოკვდინებულ იქნე, ვიდრე მოაკვდინო?” (26-37).
ტერტულიანე ქრისტიანულ შეკრებათა სულს გადმოცემს და ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი უბედურებები მათგან არ მომდინარეობს (38-49). იგი აჩვენებს, რომ ქრისტიანები მოვალეობის გრძნობით სათნონი არიან და ამით ფილოსოფოსებსაც აღემატებიან და მათზე გონიერებიც არინ (43-48). მისი არით, პითაგორას თეორია სულთა გადასახლების შესახებ მონაჩმახია და უკვდავების შესახებ სწავლების დაცინვის უგუნურებას ამხელს. ბოლოს კი ასკვნის: ”ჩვენი სისხლი ქრისტიანთა ოჯახია. ბევრი თქვენგანი მოთმინებისაკენ მოუწოდებს, როგორც ციცერონი ... მაგრამ სიტყვები ვერ იძენენ ისეთ მოწაფეებს, როგორთაც ქრისტიანთა საქმეები. ის შეუპოვრობა, რომელსაც გმობთ, მასწავლებელია. ვინაიდან, მისი მნახველი არ ცდილობს იმის გამოძიებას, თუ რას წარმოადგენს საქმე თავისთავად? რომელია, ვინც განიცადა და არ შემოგვიდგა? რომელია, ვინც შემოგვიერთდა და არ სურს დათმენა ღვთის სრული სიყვარულის მოსაპოვებლად? ... აი, რატომაც, გემადლიერებით ჩვენს წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენისთვის! არსებობს საღვთო და ადამიანური შური. თქვენს მიერ განვისჯებით, ღვთისგან კი შენდობას ვიღებთ (49-50)”.
”მოწმობა სულის შესახებ”
თხზულება მცირე ზომისაა, მაგრამ მეტად მდიდარი შინაარსისაა და ღრმა აზრებით გამოირჩევა. თხზულების დედააზრი ”აპოლოგეტის” მე-17 პარაგრაფშია გადმოცემული. აქ კი იგი გახსნილია და ნაჩვენებია, რომ ქრისტიანობის საფუძველი ადამიანის სულში ძევს. ტერტულიანეს მიხედვით, ”მავანთა მცდელობა საუკეთესო წარმართ მწერალთა თხზულებებში ქრისტიანობის საწყისები აღმოეჩინათ, უშედეგო გამოდგა”. ამიტომ, იგი ქრისტიანული ჭეშმარიტების შესახებ უძველეს და საყოველთაო დამოწმებას მიმართავს, რაც დამოუკიდებელი სულის შესახებ მსჯელობას გულისხმობს. წარმართები სახლში და სახლს გარეთ ამბობენ: ”დაე, ღვთის ნებისაებრ იყოს; ღმერთი კეთილია, ღმერთი მართლმსაჯულია, ადამიანი კი ბოროტია; ან: ღმერთი გაკურთხებს, ღმერთს მივანდობ, ღმერთი მიუზღავს, ღმერთი იქნება ჩვენი მსაჯული”. როგორ მიაღწია არაქრისტიანულმა სულმს ისეთ ახსნა-განმარტებებს, რომლებიც სრულიად გამორიცხავენ ყოველგვარ მითოლოგიურ წარმოდგენას? ეს აუხსნელია თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენს ბუნებას დაბადებიდანვე რელიგიური ცნობიერება აქვს შეთვისებული. მასში ეს ძირითადი ჭეშმარიტებებია აღბეჭდილი და სული მათ დაბნელებისა და გაუდაბურების მომენტში იხსენებს (წამოატივტივებს). თავისუფალ სულზე ასეთი ფიქრები უფრო მნიშვნელოვნადა და ღრმად წვდებიან ადამიანური სულის არსებას, ვიდრე პოეტებისა და ფილოსოფოსების რაღაც ოცნებები.
ეს მცირე თხზულება მეცნიერულ მსჯელობას საჭიროებს. იგი გვიჩვენებს წარმართობისა და ქრისტიანობის ურთიერთმიმართებას.

No comments:
Post a Comment